სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ სრული წინსვლით, ეს სამყარო თქვენია“- ზემოსურების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.

მეთორმეტეკლასელებს - ელენე ბარამიძესა და სოსო სანიკიძეს სკოლის დირექტორმა - გელა ეზიეშვილმა, მათმა პირველმა მასწავლებელმა, დამრიგებელმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს და თეთრ პერანგებზე დატოვებული წარწერებით ცხოვრების ახალ საფეხურზე წინსვლა და წარმატება უსურვეს.

სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე ერთად აღნიშნა, იყო ბევრი ემოცია, თბილი სიტყვა და სიხარული.

ინგლისურის მასწავლებელმა გვანცა გიორგაძემ კურსდამთავრებულებს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„გილოცავთ, ბავშვებო, ცხოვრების უახლესი ფურცლის გადაშლას, სადაც ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლები გელოდებათ. თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი მინდა, სავსე იყოს მშვიდობით, ბედნიერებით, წარმატებებითა და ბევრი კაშკაშა ფერით. აქედან მიგყვებათ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რაც ძალიან საამაყოა. გისურვებთ თქვენნაირ კარგ ადამიანებთან ურთიერთობას. ბედნიერები იყავით თქვენი ცხოვრებით. ძალიან მომენატრებით, წინ სრული წინსვლით, ეს სამყარო თქვენია“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება