სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიხსენებთ სკოლის წლებს“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მე-12 კლასის მოსწავლეები ღონისძიებით დაემშვიდობნენ
21-05-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზარი“ წელს უკვე ასორმოცდამეხუთედ დაირეკა. 

სკოლის ბოლო დღე ინგა არაბიძის სადამრიგებლო - XIIა კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებით - „ვიხსენებთ სკოლის წლებს“, შთამბეჭდავად აღნიშნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი ზეიმის მიზეზი, ერთი მხრივ, გასახარი იყო, მეორე მხრივ - გულდასაწყვეტი. უხაროდათ, რასგან სკოლას ამთავრებდნენ, გული კი იმიტომ სწყდებოდათ, რომ 12 წლის ამბებს „მოგონებათა სკივრში“ შეინახავდნენ.

კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, მეგობრებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებით მოეფერნენ. 

აღსანიშნავი იყო მათი კრეატიულობა, ორგანიზებულობა, ენთუზიაზმი, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიების სცენარი ეკუთვნოდა სალომე ქობალიას, ხოლო ქორეგრაფია ჟანა ბენიძეს.

სკოლაში მეთორმეტეკლასდელებს უდიდეს წარმატებას უსურვებენ.

„2024 წლის 20 მაისი - დღე სიხარულის, დღე მწუხარების, დღე სიცილისა და ცრემლთა დენის.
ეგონათ შორი იყო აქამდე, მაგრამ 12 წელიც გაფრენილა. არაჩვეულებრივი გახდა მათთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დღე...
მიილია მათი მოსწავლეობის „პაწიობაც“. ისინი თავს უკვე დიდებად თვლიან და ცხოვრების ახალი სირთულეების გადასალახად ემზადებიან.
კურსდამთავრებულებმა ლექსებითა და ჩანახატებით ხატოვან ფერებში დახატეს 12 წლის ნაშრომი. ბოლოს კი სამადლობელი სიტყვებით ხოტბა შეასხეს ყველა მასწავლებელსა თუ პიროვნებას, რომელთაც შეხება ჰქონდათ მათთან 12 წლის განმავლობაში.
ჩვენ კი დაგვიტოვეს ცრემლები, სიყვარული და იმედიანი მათი კარგი ქალობა-კაცობისა: „მივეშურებით ცხოვრებისეული სიძნელეების გადასალახად, სწავლის ახალი მწვერვალების დასაპყრობად, ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება