სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“- ფარცხანაყანევის N1 სკოლის დრექციამ და პედაგოგემა მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს
21-05-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

იქ 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. დღე ემოციური იყო როგორც მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ისე მათი პედაგოგებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

კურსდამთავრებულებმა მაყურებელს მრავალფეროვანი შემოქმედებითი სანახაობა მოუწყვეს, რითაც მშობლიურ სკოლასა და სასკოლო ცხოვრებას დაემშვიდობნენ.

სკოლაში მათ წარმატებულ მომავალს უსურვებენ.

„უმნიშვნელოვანესი დღეა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, სასიხარულო და სევდანარევიც... მათთვის სკოლის დამთავრების ნიშნად, ბოლო ზარი დაირეკა...
ჩვენო პატარა მეგობრებო, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას, ბედნიერ და სიკეთით აღსავსე მომავალს. გისურვებთ თქვენი ადგილი გეპოვოთ ცხოვრებაში და ყოველი პრობლემის მიუხედავად, ადამიანობა შეგენერჩუნებინოთ! თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება