სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში“ - ბებნისის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
21-05-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა“, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა!..  ჩვენო ძვირფსო ბავშვებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლოს დამთავრებას! ის, რაც აქამდე თქვენი ყოველდღიურობა იყო, დღეიდან მარად დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.
გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში; რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.
სიყვარულით, თქვენი მშობლიური სკოლა. გაშალეთ ფრთები, ჩვენო ლამაზებო“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება