| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას მომავალი პირველკლასელები ესტუმრნენ. ისინი გიმნაზიის მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ბავშვებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მე-12 კლასელებმა კი აღნიშნულ დღეს, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.
ღონისძიება ძალიან ემოციური იყო, რადგან გიმნაზიის კურსდამთავრებულებთან ერთად, სცენაზე მომავალი პირველკლასელებიც იდგნენ.
ამ დღის ემოცია იქ მყოფ თითოეულ ადამიანს კიდევ კარგა ხანს გაჰყვება.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეული მოსწავლის მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა