| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
ახლახან, სკოლაში ფუტკრების დაცვის საერთაშორისო დღე ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ხატია რაზმაძის ორგანიზებით მასშტაბურად აღინიშნა.
ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა დაამუშავეს ფუტკრებზე ინფორმაცია, უყურეს ანიმაციას, იმსჯელეს ფუტკრების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე და პრობლემების გადაჭრის გზებსა და შექმნეს საინტერესო პოსტერები.
ინგლისური ენის მასწავლებლის, ნინო ავალიანის ორგანიზებით კი მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ვიდეორგოლი ფუტკრებზე.
მოსწავლეებმა ასევე, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თემატური დეკორაცია და ნახატი შექმნეს.
ფუტკრების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა მე-5 კლასი და ინგლისურის მასწავლებელი ნინო ავალიანი. მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ტიპის ვიდეორგოლი ფუტკრებზე.
მე-5 ა, მე-5 ბ და მე-6 კლასელებმა ბუნებიამეტყველების მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს „მწერების სასტუმრო“და განათავსეს სკოლის ბოსტნის ტერიტორიაზე. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა დამრიგებლების ჩართულობით კი სკოლის ეზოში ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობა „ბზუილის 15 წუთი“ მოეწყო.
„ბიომრავალფეროვნება ზრუნვა ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა