სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ქალ მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ნენანა“ მუსიკალურ ფესტივალზე წარმატებით წარდგა
21-05-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი წარმატებულ კულტურულ საქმიანობას ეწევა. 

ამჯერად, მასთან არსებული ქალთა მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ნენანა“ ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალში - „ნანინა 2024“-ში ჩაერთო.

ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. ფესტივალის თემა შემდეგი იყო - „ბატონები-ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, მუსიკა“.

მომღერალ-მგალობელთა გუნდმა „ნენანამ“ მსმენელთა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალ „ნანინას“ მიზანია ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ცნობადობის ამაღლება და ქალთა რეპერტუარის ყველა ჟანრის გამომზეურება; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი, ქალთა ყოფის ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და მუსიკალური ნიმუშების მოძიება, კვლევა, შესრულება და პოპულარიზაცია.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი თავადაც არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას ახორციელებს. ამით კი ადგილობრივების კიდევ უფრო გააქტიურებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება