სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიიდან კიდევ ერთი თაობა შთამბეჭდავად გააცილეს
21-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კიდევ ერთხელ დაირეკა „ბოლო ზარი“. ეს სკოლის მე-16 გამოშვებაა. კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრადიციისამებრ კუადამთავრებულები (დამრიგებელი ნანა (ციცინო) ანთაძე) ტაძარში შეიკრიბნენ. გიმნაზიის რექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ პარაკლისი გადიხადა. პარაკლისზე თავად კურდამთავრებულები გალობდნენ. ამაღლებული და მადლიანი განწყობა მოეფინა ირგვლივ.

შემდეგ იყო ალმებით უბნის შემოვლა... ქუდების დახურვის ცერემონიალი, რომელიც მოსწავლეებს მამა მირიანმა და ფოფოდია ნანამ გადასცეს... შემდეგ წითელი ხალიჩა და უმცროსკლასელების ოვაციები...

გაიხსნა ვარსკვლავი, ამჯერად მოსწავლეების სლოგანი - „ფოფოდიას შვილები“ იყო, რადგან, როგორც აღვნიშნეთ მათი დამრიგებელი არის ფოფოდია ნანა... შემდეგ იყო ტორტის საზეიმოდ გაჭრა და ნომინაციების მინიჭება...

ამის შემდეგ კურდამთავრებულებმა გადაინაცვლეს სცენაზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. ბოლოს კი ფეერვერკები და ბუშტები გაუშვეს ცაში.

გიმნაზია და გიმნაზიის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ ლამაზი 12 წლის დასრულებას და უსურვებს მათ მომავალ პროფესიებში წარმატებულ მოღვაწეობას.

„უფლისა და სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, ადამიანობა - ამ ღირებულებების მატარებელი მოსწავლეები ტოვებენ გიმნაზიას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება