| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, 17 მაისს, ბათუმში გამართულ დასავლეთ საქართველოს თამაშებში, ბადმინტონში, წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის გუნდი სპორტულ ოლიმპიადაზე, ბადმინტონში პირველად მონაწილეობდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მადლობას უხდიან ყველას ვინც წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა