| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სიფელ ხორენიის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით გააცილეს.
ძალიან ემოციური და დაუვიწყარი დღე აღმოჩნდა, მათ ეს დღე სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა, კლასის დამრიგებელმა - არმინე კირაკოსიანმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება და ნათელი მომავალი უსურვეს.
კურსდამთავრებულებმა ღია ცისქვეშ ღონისძიება მოაწყვეს, იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს. ასევე, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის და დაჰპირდნენ, რომ ასეთივე შემართებით გააგრძელებენ განათლების მიღებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა