| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასლებისთვის 20 მაისს ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა, ასეთივე საზეიმო იყო ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გაკვეთილი.
მეთორმეტეკლასელებმა, გაკვეთილზე, დირექტორთან და საყვარელ პედაგოგთან - მთვარისა ახვლედიანთან ერთად იზეიმეს სკოლის დასრულება, ახალგაზრდებისთვის ემოციური იყო პედაგოგის მიმართვა და ბოლო 45 წუთი, რომელიც საკლასო ოთახში გაატარეს.
პედაგოგი უკვე კურსდამთავრებულებს მე-5 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ასწავლიდა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ უტარებდა ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და სწორ ღირებულებებზე ზრდიდა.
პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ იმ სკოლის შვილები არიან, რომელმაც ლადო ასათიანი აღზარდა და მოუწოდა, რომ ღირსეულად გააგრძელონ დიდი მოღვაწის გზა, ასახელონ სკოლა და იყვნენ ღირსეული მოქალაქეები.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა