სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა
22-05-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატსა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“.

ცაგერში გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში სკოლის დაწყებითი (მე-3, მე-5) კლასების მოსწავლეთა გუნდმა მუნიციპალურ ტურში გაიმარჯვა და 85 ქულით (15-დან 14 სწორი პასუხი)  პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდის - „გონიერის“ წევრები არიან:

  • კაპიტანი - ჯონი ნემსწვერიძე (მე-4 კლასი);
  • ბექა თუთისანი (მე-4 კლასი);
  • ლუკა მეიფარიანი (მე-4 კლასი);
  • კონსტანტინე ჩარკვიანი (მე-5 კლასი);
  • აბესალომ ხეცურიანი (მე-3 კლასი).
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიღწეული შედეგი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა მშობლების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„სწორედ ამიტომ, მთელ სასკოლო საზოგადოებას ვულოცავ ამ მაღალ შედეგს, ჩვენს ნორჩ ინტელექტუალებს კი წარმატებას ვუსურვებთ რეგიონულ ტურში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება