| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ კიდევ ერთი თაობა გააცილა, ახალგაზრდები მშობლიურ სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ.
12-წლიანი სასკოლო ცხოვრება მე-12 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს, სასკოლო საზოგადოებას ემოციებით დატვირთული ღონისძიება წარუდგინეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის.
საზეიმოდ მორთულ სცენაზე, თეთრ პერანგებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა 12 წლის მანძილზე დაგროვილი დაუვიწყარი მოგონებები გააცოცხლეს, იუმორისტული წარმოდგენები დადგეს, სასკოლო საზოგადოებამ კი მათი პერანგები მისალოცი ტექსტებით ააჭრელა და საუკეთესო სურვილები უსახსოვრა.
ემოციებით სავსე დღე, ბედნიერი კურსდამთავრებულები, ამაყი პედაგოგები და დაუვიწყარი მომენტები - ასეთი იყო 20 მაისი ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა