| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, სკოლაში, საინტერესო აქტივობები გამართეს. მეთორმეტეკლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და მიზნების მიღწევა უსურვეს.
ბავშვებმა, ასევე პედაგოგების შრომა აღნიშნეს და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა ნუნუ კოპალიანმა კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
„კიდევ ერთი კლასისთვის დაირეკა ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი! გილოცავთ, ჩვენო, საყვარელო გოგო-ბიჭებო! წარმატებები ახალ ეტაპზე, რომელსაც დამოუკიდებელი ცხოვრების გზა ჰქვია. წარმატებული და შინაარსიანი სტუდენტური წლები! დღეს სკოლის ბოლო გაკვეთილი ჩაგიტარდათ, მაგრამ იწყება ცხოვრების გაკვეთილები და გამოცდები. ცხოვრება უფრო მკაცრი გამომცდელია, ვიდრე თქვენი მასწავლებლები ან მომავალი ლექტორები! გისურვებთ ყველას ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ცხოვრებისეული ყველა ცდუნების წარმატებით გამკლავებასა და ყველა დაბრკოლების ღირსეულად გადალახვას!“, - აღნიშნავს დირექტორი ნუნუ კოპალიანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა