სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით ღირსეული მოქალაქეები შეემატა ქვეყანას“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
20-05-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა. 

იქ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს, საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობდნენ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც სასკოლო საზოგადოებამ სამახსოვრო წარწერები დატოვა. 

სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცვს და წარმატებას უსურვებს.

„თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან… ჩემო ძვირფასო, გონიერო და ძლიერო ახალგაზრდებო, საქართველოს მომავალო მესაჭეებო, ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები. ყველა ლაბირინთი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ ღირსეულად გადაგელახოთ. მიყვარხართ და მიხარია, რომ თქვენი იუმორით სავსე სცენარებს, სამეცნიერო კონფერენციებს, საუკეთესოდ წაკითხულ ლექსებს და სხვადასხვა ენაზე ამღერებულ ჰანგებს მოისმენენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
თქვენ ხართ თაობა, რომელიც 21-ე საუკუნის ახალგაზრდისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი, გაგაჩნიათ უნარი კრიტიკული და საღი აზროვნებისა, რაც თქვენი პედაგოგების დიდი დამსახურებაა და ამისათვის დიდი მადლობა მათ წარმატებები და უფლის წყალობა თქვენ. ლემშვენიერას საჯარო სკოლის და სრულიად საქართველოს ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებით გადალახოთ ეროვნული და ყველა სხვა გამოცდა, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. ლაღი, საინტერესო და შინაარსიანი მომავალი გქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ღირსეული, თავისუფალი, პატრიოტული და სრულფასოვანი მოქალაქეები შეემატა ჩვენს ქვეყანას. მიყვარხართ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო“,- წერს გულნაზ ჭელიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება