სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაფარეულის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის ქართული ენისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
21-05-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი აქტიურად მუშაობს. მისი წევრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებას დიდი მონდომებით ატარებენ. 

მათ შორის იყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლაში, მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელის - მარი ვახვახიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაში, მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ისაუბრეს ქართული ენის როლსა და მნიშვნელობაზე ერის თვითმყოფადობისთვის, იმსჯელეს რას ნიშნავს მათთვის ქართული ენა. ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიება მუსიკალური ნომრით დასრულდა.

ეს დღე ძალიან ემოციური, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება