სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსში, ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით,  საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-05-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო პროექტებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, სანიორის კორპუსში განხორციელდა პროექტი - „კულტურული გლობალიზაცია: ოსმალეთის იმპერიიდან გლობალურ ქვეყნამდე“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა ინტეგრირებულად, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლების: ლეილა ჯაბადრიშვილის და ლია რაიბულის ხელმძღვანელობით.

თემა მიეძღვნა გლობალიზაციას და მასთან დაკავშირებულ გლობალურ პროცესებს.

„მთელს მსოფლიოში მიდის კულტურული გლობალიზაციის პროცესი და ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, გადავწყვიტეთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის მაგალითზე გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ამასთანავე შეძლოს დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო მიმართულებების დამკვიდრება“, - ასეთი იყო პედაგოგების მიზანი, რომელიც ნამდვილად  იქნა მიღწეული. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პროექტი პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება