სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე ნარგავები ჟანგბადის წყაროა“ - ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი
20-05-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობითა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - დალი ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობები ხორციელდება.

გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი - „მწვანე ნარგავები ჟანგბადის წყაროა“.

„მასწავლებელსა და მოსწავლეებს მხარში დაუდგნენ სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი და მასწავლებლები. მანამდე, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ეკოლოგიურ საკითხებზე,  თავიანთი წარმოსახვით თემატური ნახატები შექმნეს გამწვანების შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, ასევე რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს სკოლის ეზოში და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„მადლობა მასწავლებლებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არსენ ტონოიანს, რომელმაც მოამარაგა მოსწავლეები ნერგებით და მათთან ერთად დარგო კიდეც. მადლობა სომხური ენის მასწავლებელ ნაირა კუკოიანს და სერინე ტონოიანს ამ სასიკეთო საქმეში თანადგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აიღეს პასუხისმგებლობა ნარგავებზე, რომლებსაც უვლიან და ეფერებიან.

ასეთი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაც მთავარია, ისინი სწავლობენ, რომ ეკოლოგიას, დედამიწას გაფრთხილება სჭირდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება