| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მეთორმეტეკლასელებმა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება საზეიმოდ დააგვირგვინეს, მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთმანეთს წარმატებული მომავალი უსურვეს.
სასკოლო საზოგადოებაც ემოციურად დაემშვიდობა ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ცნობილი და გამოჩენილი ადამიანების მილოცვა და გულითადი რჩევები.
აღსანიშნავია, რომ დღე სავსე იყო ღიმილით, სკოლასთან განშორებით გამოწვეული მწუხარებითა და ამავდროულად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარულით - დღე, რომელიც მრავალ ემოციას აღძრავს ახალგაზრდებში, მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.
„ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, ჩვენო იმედო და მომავალო, გილოცავთ საჯარო სკოლის სრული კურსის დამთავრებას! უღრუბლო ცასა და ნათელ მომავალს გისურვებთ, მშვიდობიან, გაბრწყინებულ საქართველოში ბედნიერ ცხოვრებას!
„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!” ღირსეული და საამაყო მამულიშვილები ჰყოფილიყავით!“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს კურსდამთავრებულები სკოლიდან.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას კურსდამთავრებულთა საჩუქრებით წახალისებისათვის. სასტუმრო ინტურისტს, სილამაზის სალონ „ბარბერიას“ და „ანონიმურ მოხევე ახალგაზრდას“, რომელიც ფინანსურად უდგას გვერდით კურსდამთავრებულებს. ასევე დიდ მადლობას მოახსენებს კომპანია „ფოტო-ქარტას“, ხარისხიანი და დროული მომსახურებისათვის, აგრეთვე ნათია წიკლაურს ულამაზესი ვარდებისათვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა