სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიყვარდეს წიგნი - მეგობარი, რომელიც არ გიღალატებს“ - საინტერესო ღონისძიება ფცის საჯარო სკოლაში
20-05-2024
-
+


მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

ახლახან, ფცის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის გამგე მარინა გელაშვილმა ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით - „გიყვარდეს წიგნი - მეგობარი, რომელიც არ გიღალატებს“.

მოსწავლეებმა დაგეგმეს კითხვის საათი, სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა წაიკითხეს შესაფერისი ლიტერატურა. გარკვეული დროის შემდეგ კი განიხილეს წაკითხული ნაწარმოებები.

როგორც ბიბლიოთეკის გამგე მარინა გელაშვილი გვეუბნება, ასეთი მიდგომა მოსწავლეებში გაზრდის კითხვის ინტერესს და სხვებსაც გაუღვივებს მოტივაციას. 

„სამყარო ხომ ზღვასავით არის, ზღვა სავსეა, მაგრამ ის პატარა წვეთებით ხდება ძლიერი, ჩვენი მოსწავლეები სწორედ ეს პაწაწინა წვეთები არიან ამ სამყაროსთვის და არავინ იცის, ვის რა სარგებელი მოაქვს სიცოცხლისათვის და სწორედ ასეთი შემართებით აღზრდილი ახალი თაობა ქვეყნის განვითარების ეტაპზე თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“,- ამბობს ბიბლიოთეკის გამგე მარინა გელაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება