| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ და ახალისებენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობას.
„მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, სწავლება მიმდინარეობს დაწყებითი და საბაზო საფეხურების მიხედვით. თუმცა, არცერთი ღონისძიება და მასში აქტიურად ჩართულობა ჩვენთვის უცხო არ არის“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ახლახან მორიგი, საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
„შთამბეჭდავი, თანამშრომლობაზე, გუნდურობაზე და საღი აზრის დაზუსტებაზე იყო ორიენტირებული თითოეული გუნდი“,- აღნიშნავენ სკოლაში და კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა და ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა