| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, თამარ მეფის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თამარ მეფის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს. მათ, ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და თამარ მეფის „სახე“ განასახიერეს.
მოსწავლეებმა, ასევე ლამაზი ნახატები შექმნეს და კედლის გაზეთი „მეფე თამარი“ გამოუშვეს. აღნიშნულ დღეს მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ქეთევან ალადაშვილი და მანანა მაზანაშვილი.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემოქმედებითად დატვირთული იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა