| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“, რომლის წევრებიც საინტერესო გარემოსდაცვით საქმიანობს ეწიავიან, ბევრს შეიმეცნებენ და ვითარდებიან.
ახლახან, ეკოკლუბმა სოფელ გურნაში ექსკურსია მოაწყო, სადაც ეკოკლუბელებმა მოინახულეს „გურნელების მარანი“. აქტივობა მიზნად ისახავდა შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მიღებას.
გურნას „21-ე საუკუნესთან“ ერთად N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ერაც“ ესტუმრა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის მეგობრული დამოკიდებულების გაჩენასაც.
აქტივობა მხოლოდ გურნაში სტუმრობით არ შემოიფარგლებოდა, კლუბის წევრებმა ასევე მოინახულეს გოგირდის წყლები, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ეკოკლუბისთვის საჭირო სხვა მასალები შეაგროვეს. აღნიშნული აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ცისანა ქოქოსაძე იყო, რომლის უშუალო ჩართულობით ჩამოყალიბდა ეკოკლუბი სკოლაში. ამ დღეს გურნაში ეკოკლუბელებთან ერთად იმყოფებოდა ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ბესიკ აბრამიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა