სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კურსების საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა 
20-05-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

ემოციებით დატვირთული დღე, რომელიც ღრმად დაილექება უკვე კურსდამთავრებული ახალგაზრდების მეხსიერებაში. 

12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასასრული და საზეიმო გაცილება, ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა სკოლის დასრულება და წარმატება უსურვა, ემოციური მიმართვები კი თეთრ პერანგზე დააწერა. 

განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის ხელმძღვანელის, თამარ ზარნაძის მილოცვა: 

„როდესაც ხარ შენს შესაფერის გარემოში, როცა შენს ადგილზე ხარ შენსავე ცხოვრებაში, როცა გიყვარს ის საქმე რომელსაც აკეთებ, გიყვარს ყოველდღიურობა, გიყვარს ადამიანები ვისთან ერთადაც გიწევს ამ ყველაფრის გავლა, მაშინ საუკეთესო თვისებებს აფრქვევ გარშემო ბრწყინავ და ანათებ სრულ ჰარმონიაში მყოფი, მუდამ მზად ხარ დახმარებისთვის, თანადგომისთვის... რადგან, ყველაზე მთავარი შენი ადგილის პოვნაა ამ სამყაროში, მათ გვერდით ცხოვრებაა, ვინც გიხარის და ვისაც უხარიხარ... ვისი სიტყვაც მალამოა და ვისი მხარიც, დედამიწის საყრდენია... იმ საქმის კეთებაა შვება, რაც სულით ხორცამდე შენია და რომლის იქითაც სხვა რამ უფრო ღირებული აღარ გეგულება..

ეს უნდა შეძლო, შენი ადგილი უნდა იპოვო ან დაკარგული დაიბრუნო, რათა ცხოვრებამაც უღიმღამოდ არ ჩაგიაროს გვერდით უკეთესის მოლოდინიში“, - მიყვარს  კურსების საჯარო სკოლა და ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებს! დღეს, კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა და გადავსხით ლამაზი ბუდიდან! ბედნიერი გზებით გატაროთ უფალმა ლოცვა და დალოცვა არ მოგაკლდებათ!“, - სკოლის ხელმძღვანელის ამ სიტყვების ფონზე, საზეიმოდ გააცილეს სკოლიდან ახალგაზრდები. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება