| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქიამობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით, კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ თანატოლებთან.
კასუმლოელი მოსწავლეები და „ლიდერი სკოლის“ კლუბის წევრები გარემოზე ზრუნვის მიზნით, გაერთიანდნენ.
თავდაპირველად, „ლიდერი სკოლის“ მოსწავლე ნინი მაკარაძემ კასუმლოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებს გაუზიარა პრეზენტაცია თემაზე - კლიმატის ცვლილებები. მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
ორივე სკოლის ორივე კლუბის წევრებმა მოაწყვეს ლაშქრობა ბაბაქარის ტყეში. თან ჰქონდათ მცენარეთა 800 სახეობის საცნობარი წიგნი, აკვირდებოდბენ მცენარეებს და ცდილობდნენ ამოცნობას. ბოლოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გადაცემული ხელთათმანებითა და პოლიეთილენის ტომრებით აღჭურვილებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს.
ეკოკლუბელებმა ერთად დაასუფთავეს ტყის ყველაზე დაბინძურებული ადგილი, შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი მანქანით მიიტანეს ურნამდე.
ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გარემოზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა