| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოქალაქეობის გაკვეთილზე, სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა, სახალისოდ და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით შეაჯამეს კულტურული მრავალფეროვნების, ადიქციის, ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები.
„მათ, ასევე იმოგზაურეს სტრასბურგში, ბაზელში, ბუდაპეშტში, რიგაში, ლისაბონში და შეასრულეს სახალისო „ენჯაიზერები“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა განვლილი მასალა kahoot.it პროგრამის გამოყენებით შეაჯამეს.
მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა