სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკა სამყაროს ცვლის“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 
17-05-2024
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება, აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მუსიკის მასწავლებელმა - ქეთინო კუტალიამ, ლოზუნგით -  „მუსიკა სამყაროს ცვლის“ ჩაატარა საინტერესო და ემოციებით აღსავსე ღონისძიება. 

მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქართული ხალხური საკრავები. მოსწავლეებთან დიალოგის საშუალებით, მან ისაუბრა თითოეული მათგანის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მიწვეული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ქორეოგრაფი გია მატუა, შვილთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კურსდამთავრებულის შვილი,10 წლის გიგი არა მარტო ცეკვავს, არამედ რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს კიდეც.

სტუმარმა მადლობა გადაუხადა მშობლიურ სკოლას თავისი პირველი ნაბიჯებისთვის, შემდეგ უკვე ისაუბრა ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე. მამა-შვილმა შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნომერი. ხალხური მუსიკის და საკრავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და რამდენიმე ნომერი შეასრულა მასწავლებელმა - სოფიო მანიამ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის მასწავლებელმა - ქეთინო კუტალიამ კოლეგებთან ერთად შეასრულა სიმღერები.

აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეებიც.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება