| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები აქტიურად იმართება.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღეს სკოლის მე-4 კლასელები ყოველწლიურად გარემოზე ზრუნვით აღნიშნავენ.
წელს კი, მათ, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, დაასუფთავეს თითქმის მთელი სოფელი, გააკრეს პლაკატები და დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა