| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფიზიკური აღზრდისა სპორტის მასწავლებელმა - აკაკი ბუზიაშვილმა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდში ჩაატარა.
გამარჯვებული მოსწავლეები: დავით ჩიტაშვილი, სერგო კვარიანთაშვილი, ირაკლი კუთხაშვილი, ოთარ კუთხაშვილი, ლუკა ბიხანაშვილი, გიორგი ბერუაშვილი, გვანცა ბეჟუაშვილი და ნინი ბუზიაშვილი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით - კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა