სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენწლიანი იქნება ზოგადი განათლება საქართველოს სკოლებში - რომელი კლასის მოსწავლეებს შეეხებათ ცვლილებები
30-05-2024
-
+


განათლების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საბაზო საფეხურს 1 წელი ემატება, ხოლო საშუალო საფეხურს აკლდება.

დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება 10 კლასის დამთავრება, რაც შეეხება საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მათთვის, ეს პერიოდი ორი წლით განისაზღვრა.

აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ, საზოგადოებაში გააჩინა კითხვა, კვლავ 12 წლიანი იქნება თუ არა სწავლა საქართველოში? - აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად, etaloni.ge-ს არაერთმა პირმა მიმართა და აქტუალობიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიან პერიოდს მოიცავს და ამ მხრივ კანონპროექტით ცვლილება არ იგეგმება:

„საბაზო საფეხური გაიზრდება 1 წლით და გახდება 4 წლიანი. ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება