სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები სიმპოზიუმზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
16-05-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, STEM კლუბის წევრები YM TBILISI-ის ორგანიზებულ კონკურსში - „რობოტიკისა და ელექტრონიკის სიმპოზიუმი“ მონაწილეობდნენ, სადაც მათ პროექტი „გარე განათება“ წარადგინეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარობა, კერძოდ, სინათლის ზემოქმედება ფოტორეზისტორზე, ტრანზისტორის ფუნქციური დანიშნულება „გარე განათების“ წრედში, მათ ასევე შეისწავლეს LED ნათურების მუშაობის პრინციპი.

მოსწავლეებმა სამონტაჟო პლატაზე ააწყვეს „გარე განათების“ წრედი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს პრაქტიკული აქტივობა ელექტროინჟინერიის ელემენტებს შეიცავს და საინტერესოა მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ STEM კლუბის კურატორი მაია ჩხიკვაძე გახლავთ, ის პროექტის ხელმძღვანელებს მადლობას უხდის.

„სიმპოზიუმის ფარგლებში, მოსწავლეთა აქტივობა ელექტრული კომპონენტებით დასაჩუქრდა. მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს, YM TBILISI-ის წარმომადგენლებს“,- ამბობს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება