სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
16-05-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

ამჯერად, სკოლაში, ფაშიზმზე გამარჯვებისა დღე აღინიშნა საინტერესოდ. ღონისძიებაზე ბავშვებმა ომის სისასტიკეზე ინფორმაციები მოისმინეს.

„ვესაუბრეთ ბავშვებს ომის საშინელებაზე, რომ ჩვენი თემის 4 სოფლის- კვირიკეწმინდის, ველევის, ბეთლევისა და შხივანის მცხოვრებთაგან 152 ვაჟკაცი ვეღარ დაუბრუნდა ოჯახს, უკვე აღარც დაბრუნებულთაგან არის ვინმე ცოცხალი, დრომ თავისი გააკეთა! ჩვენ მათი მონათხრობი მოგონებებიდან ვიცით რა საშინელება გადაიტანა ხალხმა და რა ძვირფასი იყო მათთვის და მათი თაობის ადამიანებისათვის 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩვენ მოგონებების მოგონებებით და კიდევ  შემორჩენილი და ჩვენს მიერ შემონახული გაცვეთილი, გაყვითლებული და საკმაოდ დაზიანებული სამკუთხა ბარათებით გიამბობთ იმ ქარიშხლიან წარსულზე, რომელსაც  დღევანდელი ყოფა და დრო აფერმკრთალებს, მაგრამ მათ ხომ ყველაზე ძვირფასი, ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლე, გაიღეს სამშობლოსათვის.

მარად გვახსოვდეს სამშობლოსათვის თავდადებულნი, რადგან სამშობლოს მოვლა- პატრონობაა თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალი“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლის დირექტორის მ/შ ეკატერინე ჭიჭინაძე აღნიშნავს, ბავშვები გაეცნენ სამკუთხა ბარათებს, წაიკითხეს ომში გმირულად დაღუპული კაპიტნის - მირზა გელოვანის ლექსები, ნიკოლოზ გოგსაძემ - „ცხრაკარა“ და ლიზი გოგსაძემ კი - „ნუ მწერ!“, მოისმინეს ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით გიორგი ლეონიძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „შინმოუსვლელო სადა ხარ“ „შინმოუსვლელის“- ისინი ახალი ლექსიკური ერთეულის შექმნის ისტორიასაც გაეცნენ და კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ, რა დასაფასებელი და სანუკვარი რამ არის მშვიდობა.

„ბოლო კი, სამშობლოსათვის თავდადებულთა და იმ ქარიშხლიანი დღეების მონაწილეთა პატივმისაგებად დაანთეს წმინდა სანთლები და აღავლინეს ლოცვა „მამაო ჩვენო“, - აღნიშნავს დირექტორის მ/შ , ეკატერინე ჭიჭინაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება