| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც მოსწავლეებმა შთამბეჭდავ და საზეიმო გარემოში აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, სომხური ენის მასწავლებლის - არმინე კარაპეტიანის ხელმძღვანელობით ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.
ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით შექმნეს სააღდგომო დეკორაციები, კვერცხები შეღებეს და ლამაზად მოხატეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ: იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებაზე, წარდგენილი იყო სააღდგომო სუფრაც, რომელზეც აღდგომის დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტები იყო განთავსებული: კვერცხი, პასკა, თევზი, ქადა და ღვინო.
დირექტორმა - ვარდუჰი მკრტჩიანმა დამსწრე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა