| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-7 კლასელი მერაბ სიხარულიძე, რომელიც 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაზე, რომლის თემა გახლდათ „მდგრადი განვითარების მიზნები“, წარმატებით წარდგა. მან გამარჯვებული თემის - „ჩვენ ერთად შეგვიძლია სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ“ პრეზენტაცია ჩაატარა.
ეროვნული სასახლის ორგანიზებული რიგით 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის დასკვნითი ეტაპი თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ჩატარდა.
აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლე მერაბ სიხარულიძე კონფერენციის ყველაზე პატარა მონაწილე იყო. მოსწავლის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად დაჯილდოვდა სიგელით.
მოსწავლის საპრეზენტაციო თემის ხელმძღვანელი პედაგოგი - თამარ შელეგია გახლავთ.
„წარმატებას ვუსურვებთ მერაბს და გოგოლესუბნის საჯარო სკოლის ამბიციურ და კრეატიულ გუნდს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა