სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ცაგერის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვეს
16-05-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში განსაკუთრებული მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

მათ დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა კითხვებს წარმატებით უპასუხეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. შედეგად კი, 84 ქულით, 2024 წლის „ცაგერის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა სწორედ ბარდნალის სკოლის გუნდმა მოიპოვა. 

გუნდის კაპიტანი VI კლასელი თამარ ჩარკვიანი გახლდათ, ხოლო წევრები იყვნენ მათე ვეკუა - VI კლასი, გიორგი ფუტკარაძე - VI კლასი და საბა ხეცურიანი - VI კლასი. 

სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და ულოცავს. 

„სკოლის დირექცია ვულოცავთ ჩვენს გონიერ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებთ კვლავაც!
გვჯერა, კიდევ არაერთხელ გვასახელებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების 14 გუნდის 70 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავამ, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება