სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სტუმრობდნენ
16-05-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს  და გაჯერებულია საინტერესო პროექტებითა თუ აქტივობებით. 

ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სტუმრობდნენ.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოქალაქეთა მიღების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და სასამართლოს სხდომის დარბაზი მოინახულეს.

მოსწავლეებს სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე შეხვდა და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და მოზარდთა დანაშაულობათა სახელმწიფო პოლიტიკისა და პრევენციაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეები დაესწრნენ ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მიმდინარეობას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ორგანიზება გაუწია გურძემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა - კახა ჯგერენაიამ.

ასევე, როგორ სკოლააში აღნიშნავენ დაგეგმილია მოსწავლეთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

სკოლაში დიდი მადლობას უხდიან სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს - ლევან ნუცუბიძეს, სასამართლოს მენეჯერს - ვაჟა კაჭარავას, მოსამართლის თანაშემწეს - მელანო შალამბერიძეს და სასამართლოს თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მიღებისა და საინტერესო მასპინძლობისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება