სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხისძირისა და ძველი ქანდის საჯარო სკოლების მოსწავლეები სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღიჭურვებიან 
15-05-2024
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის და ძველი ქანდის საჯარო სკოლების მოსწავლეები მეწარმეობას შეისწავლიან. მათთვის ახალმა წამოწყებამ აიღო სტარტი.

სოციალური მეწარმეობის პროგრამა - „აქსელერატორ - X“ მოსწავლეების მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავას ითვალისწინებს.

„ამასთანავე, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დააარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე.

„თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ან სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს, განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება