სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვიზრუნოთ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად“ - კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო ეკოაქტივობები
15-05-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის პედაგოგები პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნიბრივ ცოდნასთან ერთად, გარემოს დაცვას ასწავლიან. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

„ამ დღის კამპანია მოგვიწოდებს მოვუაროთ ჩვენს პლანეტას. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, მსვლელობებსა და დიდ დასუფთავებაში, რათა ხაზი გაესვას გარემოს დაცვის უდიდეს მნიშვნელობას და აქტუალურობას.

მას შემდეგ, რაც 1970 წელს პირველი დედამიწის დღე აღინიშნა, CO2-ის ემისია გაიზარდა დაახლოებით 90 პროცენტით. სწორედ ამიტომ, ახლა დედამიწას ჩვენი მოფრთხილება ისე სჭირდება, როგორც არასდროს. დღეს არსებობს უამრავი გზა რათა ვიმოქმედოთ პლანეტის დაბინძურების წინააღმდეგ და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მასში“,- აღნიშნავენ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეები და გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს აქციას კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებლის ინგა ხარჩილავას ინიციატივით შეუერთდნენ და შეეცადნენ მცირედი წვლილი შეეტანათ დედამიწის გამოსაჯანმრთელებლად.

დაწყებითი კლასებისთვის საბაზო კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ანიმაციური ფილმები, ასევე შექმნეს დაწყებითების მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები.

ასევე მოსწავლეებმა, დედამიწის დღეს მიუძღვნეს ჰიმნი, ღონისძიების ბოლოს კი დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო რამდენიმე დღით ადრე დარგეს ულამაზესი ხეები და გაამწვანეს სკოლის ეზო, ბუნების დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით.

„ერთად ვიზრუნოთ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად“,- ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება