სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს 
15-05-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაში მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს ჩემპიონატზე თან ახლდათ დამრიგებელი - ანნა პეტროსიანი, მშობლები - იულია იპრიკიანი, მალვინა მურადიანი და თანაკლასელები. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ოლგა მელიქიძემ. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.

„ბავშვებმა საკმაოდ კარგად შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა და სკოლისა და სოფლის ღირსების დაცვა. მათ მიულოცეს რესურსცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ტერეზა ჩივჩიანმა და გოჩა ტყეშელაშვილმა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ სერტიფიკატი ქალბატონ ქნარიკ  ჩივჩიანს ენთუზიაზმით გადასცეს. ქალბატონმა ჩივჩიანმა მათ მიულოცა და თუნდაც მცირე წინსვლა გაუხარდა. დაე, ეს იყოს პატარა ნაბიჯი დიდი გამარჯვებებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება