სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა 
15-05-2024
-
+


ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას ქუთაისის N26 საჯარო საინტერესო აქტივობებით შეუერთდა. მოეწყო არაერთი საინტერესო აქტივობა:

1. თემატური შეხვედრა და საინფორმაციო ბროშურების დამზადება ინგლისურ ენაზე მეცხრე და მეოთხე კლასში - პედაგოგი სოფო ჯანელიძე;

2. ბოტანიკურ ბაღში პირველკლასელებმა განახორციელეს აქტივობა - „დედამიწას ვეფერებით პატარები“. პედაგოგი მაკა ყიფიანი;

3. მესამე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები თემაზე - „გადავარჩინოთ დედამიწა“. პედაგოგი ირმა კიკალიშვილი;

4. ვიდეოფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე მეოთხე კლასში. პედაგოგი მარი ჭელიძე;

5. პრეზენტაცია „დედამიწა გვაფრთხილებს“ და „რა ვიცით დედამიწაზე" გაიმართა მეექვსე კლასში. პედაგოგები - მარინა გუგავა და მარი ჭელიძე;

6. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერები დაამზადეს და ვიდეორგოლი შექმნეს. პედაგოგი მარი ჭელიძე;

7. მოეწყო დასუფთავების აქცია - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწისთვის“ მერვე კლასში. პედაგოგები - შარლოტა გეგეჭკორი და სოფიო კოხრეიძე.

აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. 

2024 წლის დედამიწის დღის თემაა - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აშშ-ი აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.

1990 წლიდან დედამიწის დღე გლობალურ გარემოსდაცვით დღედ იქცა და მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება