| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების ერთობლივი ხელმძღვანელობით, ქალაქს სტუმრად ეწვია ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, მაღალი ენერგიების ექსპერიმენტული ფიზიკის დოქტორი - ალექსი მესტვირიშვილი.
ის, 1996 წლიდან თანამშრომლობს CERN-თან (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire). ასევე, ის გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში აიოვას უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი და 2005 წლიდან მუდმივად მუშაობს CERN-ში.
შეხვედრა გახსნა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა - მურად ჯიშკარიანმა, ამის შემდგომ კი ღონისძიებას უძღვებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი და ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გიორგი მემანიშვილი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „CERN და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა“ და ისაუბრა ცერნის მისიაზე - დიდი აფეთქების საიდუმლოებებზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე.
შეხვედრაზე მეცნიერმა ალექსი მესტვირიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი გამოცდილება, ესაუბრა CERN-ის საქმიანობის შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს უნიკალურ ექპერიმენტებზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწეულ წარმატებებზე, უდიდეს პერსექტივებსა და საინტერესო პროექტებზე.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი მიეღოთ ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, ფიზიკის პედაგოგები და ამ საგნით დაინტერესებული მოსწავლეები ქუთაისის ყველა საჯარო სკოლიდან.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ, მასშტაბურად და ნაყოფიერად ჩაიარა.
„აქვე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბატონ ბერიკა შუკაკიძეს, რომლის ორგანიზებით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე წინასწარი შერჩევის საფუძველზე იმყოფებოდნენ ჩვენი სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი და ფიზიკის მასწავლებელი გიორგი მემანიშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა