სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს სტუმრობდნენ
14-05-2024
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის IX-X კლასების მოსწავლეები მასწავლებლებთან ( ნ.ბიტარაშვილი, ე. ბოსტოღანაშვილი) ერთად პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიზნით, კოლეჯ „აისს“ ესტუმრნენ.

მოსწავლეები გაეცნენ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს, რეგისტრაციის ვადებს, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურებს. მათ, ასევე დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, ლაბორატორიები, კლას-კაბინეტები და სტუდენტთა საცხოვრებელი.

„იმედია, ეს ექსკურსია დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის შერჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება