| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა კარგად იციან. სკოლაში არაერთი ეკოაქტივობა იმართება.
ცხადია, საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღეც.
„თანამედროვე სამყაროში თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვან საფიქრალს წარმოადგენს დედამიწა, რომლის დაცვა და მოვლა ჩვენი მარადიული ვალია, „გაუფრთხილდი, რათა გაგიფრთხილდეს“, - ასეთია გურიანთის საჯარო სკოლის ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების მთავარი დევიზი.
აღსანიშნავია, რომ კლუბების ხელმძღვანელები ქეთევან ჩიკაშუა და ლია მჟავია არიან.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა და აღნიშნეს თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა