სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაენა - ჩემი ბავშვობის იავნანა“​ - საინტერესო ღონისძიება თელავის N5 საჯარო სკოლაში
14-05-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან და მოვლენასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება იმართება.

გამონაკლისი დედაენის დღეც არ ყოფილა, რომელსაც სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარლგებში სკოლაში, არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება, აქტივობა გაიმართა.

ერთ-ერთი ღონისძიების - „დედაენა - ჩემი ბავშვობის იავნანა“​ ორგანიზატორები გახლდათ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი - მარიამ ზაქარიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მაია მოსიაშვილი, ნანა ჭილაშვილი, რომელიც განხორციელდა V და VI კლასებში.

მოსწავლეებმა მშობლიური ენის გაკვეთილებზე პრეზენტაციები, პოსტერები, ნახატები, წარადგინეს, მხატვრულად წაიკითხეს პოეტების ლექსები დედაენაზე. მათ, ასევე ისაუბრეს მშობლიური ენის შესახებ.  

ღონისძიებას ლოგიკური გაგრძელება ჰქონდა - ტექნოლოგიური პერფომანსი - „ციფრული დედაენა“. მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე დედაენისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები კომპიუტერში ციფრული ფორმატით წარმოადგინეს და გააფორმეს.

მონაწილე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, დამსწრე სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი აქტივობები.

„ბავშვებმა პირობა დადეს, რომ გაუფრთხილდებიან და დაიცავენ მშობლიურ ენას, რომ ჩვენი „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ ყოველთვის იქნება ჩვენი სამშობლოს ენა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ნათია თათულიშვილმა, მოსწავლეებს დედაენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობის ფურცლები გადასცა.  

„1978 წელი - 14 აპრილი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე.  დღე, რომელმაც 14 აპრილი ქართული ენის დღესასწაულად აქცია. დღე, რომელიც არასოდეს დაავიწყდება სრულიად საქართველოს! 

დიახ, 14 აპრილი დედაენის დღეა, ჩვენი მშობლიური ქართული ენის დღე!

ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე…

სწორედ, ამიტომაც ქართველი ერი სიყვარულით აღნიშნავს ქართული ენის დღეს...  მშობლიურ ენას უძღვნის ქართული ენის კვირეულს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება