სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში საინტერესო შემეცნებით ლექციას დაესწრნენ
14-05-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები დირექციისა და პეგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის VII-VIII კლასების მოსწავლეები, პედაგოგ მაკა ქავთარაძის ხელმძღვანელობით, SEU-ში, საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას ესტუმრნენ.

შემეცნებითი ლექციის თემა - „მათემატიკა სხვა რაკურსით“ გახლდათ.

შეთავაზებული 100-მდე შემეცნებითი თემიდან მათ „მათემატიკა სხვა რაკურსით“ შეარჩიეს.

ლექციაზე მოსწავლეებმა მათემატიკის წარმოშობისა და ცნობილი მათემატიკოსების შესახებ საინტერესო ინფორმაციები შეიტყვეს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მათემატიკის განვითარებზე.

ასევე, მათ გაიგეს რომ მათემატიკა არა მხოლოდ სასკოლო საგანია, არამედ მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველდღიურ საქმიანობასთან და უდიდესი კავშირი აქვს ხელოვნების დარგებთან. ამას, როგორც აღნიშნავენ, ცხადყოფს ფიბონაჩის „ოქროს კვეთა“, რიცხვთა მიმდევრობა, რომელიც ჩადებულია ბუნების კანონზომიერებასა და ცნობილი ხელოვანების შედევრებში.

ლექციაზე მათ ასევე საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს სუდოკუს შესახებ, ამ ინტელექტუალური თამაშის სტილსა და განვითარებაზე.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს დიდი დაინტერესება გამოავლინეს და როგორც გვიყვებიან პოზიტიური უკუკავშირით დაემშვიდობნენ მასპინძლებს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება