სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N15 სკოლის მოსწავლეებმა ბლეზ პასკალის ცხოვრებასა და მის აღმოჩენებს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
02-05-2024
-
+


აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ფრანგი მათემატიკოსის და ფიზიკოსის - ბლეზ პასკალის ცხოვრებაზე, მის აღმოჩენებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მისი ბავშვობის იმიტაცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც, უჩვენეს, თუ როგორ აღმოაჩინა გეომეტრიული თეორემები ხელახლა და როგორ გამოიგონა გამომთვლელი მანქანა.

მათ აუდიტორიას პასკალის ფილოსოფიური გამონათქვამები გააცნეს, რომლებიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ღონისძიების ფინალურ ნაწილში, მოსწავლეებმა, ხელმძღვანელთან ერთად, მათემატიკური ფოკუსები ჩაატარეს. მათში მთელი აუდიტორია იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფოკუსის ავტორი მშობელი იყო. სკოლაში მოხარული არიან იმით, რომ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თანაბრად არის ჩაერთო.

აქტივობების ხელმძღვანელი გოდერძი გუნია გახლდათ.

„ღმერთკაცად წოდებული ბლეზ პასკალი — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთი დამაარსებელი.
სწორედ ეს ადამიანი იქცა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის დღევანდელი დღის შთაგონების წყაროდ.
მადლობა მე-12 კლასის მოსწავლეს, მარიამ ჩუხუას ბლეზ პასკალის პორტრეტისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება