| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენისა და ბენარის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
2024 წლის პირველ მაისს, ბენარის საჯარო სკოლაში ხევაშენისა და ბენარის საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის საფუძველზე, ორივე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ორგანიზებით, ერთობლივი ღონისძიება - „ჩვენ ვკითხულობთ ევროპულ ლიტერატურას“ ჩატარდა.
პრეზენტაციასთან ერთად, მოსწავლეები მწერლების გამონათქვამებს, ლექსებსა და პროზიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. ისინი თავიანთი საყვარელი ავტორების შესახებ საუბრობდნენ, აანალიზებდნენ საინტერესო ნაწარმოებებს და ქართველ მწერლებთან პარალელს ავლებდნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კრიტიკული სააზროვნო უნარების განვითარება იყო.
ღონისძიების დასასრულს, ხევაშენისა და ბენარის სკოლების ხელმძღვანელებმა - მარიტა შველიძემ და ნინო ფორჩხიძემ ღონისძიების მონაწილეებს, საინტერესო აქტივობების მომზადებებისთვის მადლობა გადაუხადეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა