| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიან. ისინი, მოსწავლეებს სახალისო პროექტებსა და დავალებებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები აქტიურად, ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამის დასტურია, ისიც, რომ ახლახან სკოლაში პროექტი „ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ წარმატებით დასრულდა. Iა კლასის მოსწავლეებმა, მუზეუმის ეზოში წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის რვა ტექსტი.
აღნიშნული პროექტის მიზანი: ტექსტის მკაფიო, ინტონაციით კითხვა გახლდათ. პირველკლასელებმა გააკეთეს პრეზენტაცია ნახატის სახით, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„სწორად და სრული სიზუსტით მათ ეს შეძლეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ასევე პროექტში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ასეთი ჩართულობისა და გვერდით დგომისთვის, სკოლაში თითოეულ მშობელს მადლობას უხდიან.
„ამ ბავშვებს დიდი მომავალი აქვთ. უკვე კითხვა იციან! ვამაყობ ჩემი პირველი კლასით, მათი მშობლებით! კიდევ მადლობა! ასევე, მადლობა მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ შორენას, საოცარი გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი ქეთი კილასონია.
მსგავსი პროექტები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა