სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - ოთარ ციბაძის წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში
23-04-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაში ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატება აღწევენ.

მათ შორისაა Xგ კლასის მოსწავლე ოთარ ციბაძე. ის, ბულგარეთის ქალაქ შუმენში 16-21 აპრილს გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის IATI 2024 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა.

IATI - International Advanced Tournament in Informatics - ეს არის ტურნირი, რომელიც უკვე 15 წელია რაც ტარდება ინფორმატიკის ტოპ ჯუნიორ (16 წლამდე) და სენიორ (16 წელს ზევით) მონაწილეებს შორის ონლაინ ფორმატში.

ტურნირის ორგანიზატორები და მასპინძლები ტრადიციულად არიან შუმენის უნივერსიტეტი, მუნიციპალიტეტი და სკოლა “A&B”. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კი ტრადიციულად ბისერკა იოვჩევა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთარისთვის ეს პირველი წარმატება არ არის. ოთარ ციბაძე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ჟაუტიკოვის სახელობის XX საერთაშორისო ოლიმპიადაზე, EJOI 2023-ზე და ასევე, Info(1)Cup 2024-ზე.

„მადლობა ოთარ ციბაძის პედაგოგებს: მალხაზ ჯინჯიხაძეს, ალექსანდრე დგებუაძეს, დიმიტრი ჯანგველაძეს, ასევე სკოლის ყველა პედაგოგს, რომელთაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვით ოთარის წარმატებაში.

მადლობა ოთარის მშობლებს, დიდი მოწიწებით ვულოცავთ მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შედეგები იხილეთ ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება