სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში 9 აპრილს საინტერესო და დასამახსოვრებელი კლასის საათი მიეძღვნა
09-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობა აღზარდონ. 

სკოლაში მნიშვნელოვანი თარიეღებიც შესაბამისად აღინიშნება. ამჯერად, თამილა თუთბერიძის სადამრიგებლო - მე-5ბ კლასში 9 აპრილს საინტერესო და დასამახსოვრებელი კლასის საათი - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“, მიეძღვნა.

მეხუთეკლასელებს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველიბის თავმჯდომარე - ლუკა ტყაბლაძე 9 აპრილის გმირებსა და იმდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე ესაუბრა. გარდა ამისა, აჩვენა ვიდეოები და სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოასმენინა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმდენად ემოციური იყო, ზოგიერთ მოსწავლეს თვალზე ცრემლიც კი მოადგა.

მოსწავლეებმა გმირულად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მეხუთეკლასელებმა სკოლის დირექტორთან ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ლუკა ტყაბლაძემ მესიჯიც კი დაუტოვა ბავშვებს. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ლექსები მიეძღვნათ ჩვენი გმირებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:














კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება